კაშიას და ყაზაიშვილის "სან ხოსეს" მწვრთნელად მატიას ალმეიდა დანიშნეს

AutoSharing Option
როგორც ანონსირებული იყო, გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის გუნდის მწვრთნელად 44 წლის უგო ალმეიდა დანიშნეს.

ალმეიდას არგენტინის ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული, მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილეა, თამაშობდა ესპანეთისა და იტალიის გუნდებში, ფეხბურთელის კარიერა კი "რივერ პლეიტში" დაასრულა.

ის "ბანფილდს", "რივერ პლეიტს" და "გვადალახარას" ედგა სათავეში.

"სან ხოსე" MLS-ში უკანასკნელ ადგილზეა და მისი მწვრთნელი მიკაელ შტარე 18 სექტემბერს გადააყენეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უგო კი არა მატიას ალმეიდაა. უგო დღესაც მოქმედი ფეხბურთელია. ვაააააი ;(((
Esteban Granero
09:20 09-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული