რიგაში ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეების ლატვიისა და ყაზახეთის ნაკრებების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, რამაც საქართველოს ეროვნული გუნდის წისქვილზე დაასხა წყალი.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთმა ლატვიასთან ბოლო 4 თამაშში პირველად გაუშვა გოლი.
ჩვენს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ყველა დანარჩენ მეტოქეს 7 ქულით უსწრებს!
რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ზაინუტდინოვი (16), 1:1 კარაშაუსკასი (40)
ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, რუგინსი (ციგანიკი 67), შაბალა, კარაშაუსკასი (გუტკოვსკი 73), ისაევი (ფერტოვი 27), რაკელი, ლუკიანოვსი, საველნიეკსი, იაგოდინსკი
ყაზახეთი: ერიჩი, ბეისბეკოვი, პოსტნიკოვი, მალი, შომკო, ჟუკოვი, ისლამხანი (ფედინი 75), კუატი, ზაინუტდინოვი (სეიდახმეტი 65), მურტაზაევი (ტურისბეკი 82), შეტკინი