"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი მადრიდში ლიბერტადორესის თასის განმეორებითი ფინალური მატჩის შემდეგ არგენტინის ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტს კლაუდიო ტაპიას და ნაკრების დროებით მწვრთნელს ლიონელ სკალონის შეხვდა.
მათ მესის ალბოსელესტეში დაბრუნება განიხილეს.
"მადრიდს სუპერფინალისა და რამდენიმედღიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ ვტოვებ. მესისთან ერთად გასული წელი შევაჯამეთ და პროგნოზი გავაკეთეთ", - დაწერა ტაპიამ ტვიტერზე.
მესის ეროვნულ გუნდში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია და ტაპია მის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.