"რეალის" თავდამსხმელმა ლუკა მოდრიჩმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ თავდამსხმელები რონალდო და ლეო მესი 2018 წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას არ დაესწრნენ.
"ვერ გეტყვით, რატომ არ დაესწრნენ ცერემონიას. თუმცა, ეს მათი საქმეა. ისე გამოდის, რომ რონალდოსა და მესისთვის პრიზები მაშინაა ფასეული, როდესაც თვითონ იღებენ. ვფიქრობ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა სხვა ფეხბურთელებისადმი, გულშემატკივრებისადმი და ადამიანებისადმი, რომლებიც მათ 10 წლის განმავლობაში აძლევდნენ ხმას.
აქ ყველაფერი მარტივადაა. რონალდო და მესი 10 წელი დომინირებდნენ. თუ პრიზებს ფეხბურთელებს მხოლოდ ოსტატობის მიხედვით მივცემთ, მაშინ ყოველთვის მათ უნდა გადაეცეთ და არანაირი