"რეალმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "რეალმა" "ალ აინს" 4:1 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

"რეალმა" ეს ტურნირი მეოთხედ მოიგო.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "რეალის" თავდამსხმელი გარეთ ბეილი დაასახელეს.

ტონი კროოსი მეხუთედ გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - ერთხელ მან ეს ტურნირი "ბაიერნთან" ერთად მოიგო.

აბუ დაბი. "შეიხ ზაიედი"
რეალი - ალ აინი 4:1
გოლები: 1:0 მოდრიჩი (14), 2:0 ლორენტე (60), 3:0 სერხიო რამოსი (78), 3:1 შიოტანი (86), 4:1 ნადერი (90+1, საკ. კარში)

რეალი: კურტუა, რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, მოდრიჩი, კროოსი (სებალიოსი 71),
ვასკესი (ვინისიუსი 84), ლორენტე (კაზემირო 82), ბენზემა, ბეილი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალ აინს თუ მოუგეს საღოლ :დდ
1

სიახლეები პოპულარული