ის ყოფილი ფეხბურთელია, ახლა კი რამდენიმე ბიზნესი აქვს, ვარშავაში ცხოვრობს და პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ხელმძღვანელობს.
"ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობა ჩემი ერთ-ერთი პლუსია - ეს სასირცხვილო არ არის. არ მეშინია, ჩემს ამოცანებს დიდი პატივისცემით ვეპყრობი. პირველი ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა მომიწია, პრეზიდენტი ვოიცეხ პერკიევიჩი იყო. მან გამაცნო კლუბი და აქ დასაქმებული ადამიანები. დღესდღეობით ფეხბურთელებთან ბევრს ვსაუბრობ და იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც აქ ვარ, საკმაო წარმატებასაც მივაღწიეთ" - ამბობს დომინიკი natemat.pl-სთან
გდინის "არკა" ამ დროისთვის შეკრებას თურქეთში გადის.