
დიეგო მარადონას მშობლიურმა კლუბმა "არხენტინოს ხუნიორსმა" საკუთარ სტადიონზე ლეგენდარული არგენტინელის პატივსაცემად გიგანტური გასაბერი გვირაბი დააყენა.
არგენტინის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩის წინ "არხენტინოს ხუნიორსის" და "ველეს სარსფილდის" ფეხბურთელები მოედანზე სწორედ ამ გვირაბის გავლით მოხვდნენ.
![დიეგო მარადონას მიმართ პატივისცემა მის მშობლიურ კლუბში საკმაოდ უცნაური ფორმით გამოხატეს [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/43a7d4b3c1fb1e4eb3efffccb584ddbb.jpg)
![დიეგო მარადონას მიმართ პატივისცემა მის მშობლიურ კლუბში საკმაოდ უცნაური ფორმით გამოხატეს [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/01bf3e5bc725e813fcfc3db0576374da.jpg)
შეგახსენებთ, რომ "არხენტინოს ხუნიორსის" ღირსებას მარადონა 1976-1981 წლებში იცავდა და მის რიგებში 166 მატჩში 116 გოლი გაიტანა.
ამჟამად დიეგო მექსიკური "დორადოსის" მთავარ მწვრთნელად მუშაობს და ბელორუსში, ბრესტის "დინამოში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობასაც იკავებს.