შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა შემადგენლობა დაასახელა და თბილისში გამარჯვებას იმედოვნებს

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ევრო 2020 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის საქართველოსთან და დანიასთან 23 ფეხბურთელს უხმო.

ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ედმილსონ ფერნანდესი, კევინ მბაბუ და ჰარის სეფეროვიჩი. სამაგიეროდ მწყობრში ჩადგნენ მანუელ აკანჯი, ბრილ ემბოლო, სტეფან ლიხტშტაინერი, ადმირ მეჰმედი და ფაბიან შერი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორშაბათიდან მთელი ძალით ვარჯიშს დავიწყებთ. ორი მეტად რთული შეხვედრა გველის. სრულად ვიქნებით კონცენტრირებულნი და ვეცდებით ორივე შეხვედრა მოვიგოთ. ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი 23 ფეხბურთელი გამოვიძახე", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შვეიცარიის ნაკრები თბილისში 21
მარტს შემდეგი შემადგენლობით გამოემგზავრება:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი)

ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო  სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე), შერდან შაჩირი (ლივერპული), ადმირ მეჰმედი (ვოლფსბურგი), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 34 /
თქვენი არ ვიცი მეგობრებო და მე რაღაც კარგს მიგრძნობს გული. იფრენენ ჩვენი ბიჭები. დაცვის ხაზი და მეკარე საკმაოდ კარგი გვყავს. ნახევარდაცვაში ყველას შეუძლია ბურთის დაჭერა. მოკლედ აწი მწვრთნელზეა ყველაფერი დამოკიდებული.
გოგა
17 მარტი 2019 14:17
1
რეიტინგში ხო მერვეა შვეიცარია ხო და მერვე იყო ხორვატია მაშინ ჩვენ რო მოუგეთ თბილიში. მაშინ ხორვატიას დღევანდელ შვეიცარიაზე უკეთესი ნაკრები ყავდა და ჩვენ კი იმ ნაკრებზე უკეთესი ნაკრები გვყავს ამჟამად. მოკლედ 2:0 ვიგებთ ამ თამაშს:)
გოგა
17 მარტი 2019 01:03
2
გოგა გეთანხმები დაცვაც და მეკარეც კარგი გვყავს ყოველ შემთხვევაში შვეიცარიას ჩვენზე კარგი დაცვა და მეკარე არ ყავს, ნახევარ დაცვაში ჩვენი გუნდი ბევრად უკეღესია,საყრდენი კანკავა ,ოქრიკა და ანანიძე +ვატო ეს დიდი ძალაა სხვებზე არაფერს ვამბობ იმედია ისინიც მოინდომებენ თავდასხმაა პრობლემა და არველაძეების ხათრით გამოძახებული არველაძე რას იზავს აბა ვნახოთ იმსახურებს თუ არა გამოძახებს მოკლედ მემგონი მწვრთნელის არჩევანზეა რა ტაქტიკას აირჩევს,ჩემი აზრით თუ დაცვაზე ვითამაშეთ არ ივარგებს ჩვეულებრივად უნდა შევუტიოთ და ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ
გიო77
17 მარტი 2019 23:01
0
ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენი ნაკრებიც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, ამათზე ძლიერი გუნდიც დაგვიმარცხებია, კარგი იყო ზარანდია, რომ ეთამაშებინა ერთი ტაიმი მაინც.
x.x
16 მარტი 2019 18:07
0
შევეცდები ვაისის 11 გამოვიცნო. ლორია, დვალი(მარცხნივ)-კვერკველია- კაშია- კაკაბაძე, კანკავა კვეკვესკირი, ჯანო- ყაზაიშვილი მერებაშვილი, ქვილითაია. P.S ნუ მე ზარანდიას დავაყენებდი მაგრამ არამგონია ასე ქნას.
11
16 მარტი 2019 13:42
2
შესაშური მონდომების იმედად ვართ...
333
16 მარტი 2019 13:02
0
ამ ორ თამაშში 2 ქულაც რო ავიღოთ (მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ) ვაღიაროთ ძალიან კარგი შედეგი იქნება. სხვაც ბევრი ფრე გაგორდება ამ ჯგუფში და ბოლო სამ თამაშს რო აზრი არ აქვს ჩვენთვის არასდროს - ასე ამ ჯგუფში არ იქნება. მთავარია ვიბრძოლოთ ამ თამაშებში თუნდაც ფრეებისთვის!
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ბასკი
16 მარტი 2019 12:59
1
როგორც ფრანგები იტყოდენ შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდებაო.ისე რისი იმედი გაქვთ ყველა ქართველი ფეხბურთელი მეორეხარისხოვან გუნდებში თამაშობს ზოგიც უგუნდოდაა.როგორ ფიქრობთ რუსეთის გუნდებში რომ შეცვლაზე გამოჰყავთ იმ ფეხბურთელებს შვეიცარიის დამარცხება შეუძლია?
აზრზე მოდით
16 მარტი 2019 11:39
8
არ ფიქრობს ეგ კაცი არანაირ შეტევაზე, თორემ ზარანდიას არ დატოვებდა. ჭანტურიშვილს შეუძლია ბურთის დაჭერა, ოქრის ბოლო 20 წუთი თუ ათამაშებს. მე 5 ნახევარმცველით ვითამაშებდი, კანკავა-პარუნაშვილი, ჯანო და ფლანგებზე ლობჟანიძე-ზარანდია, 1 თავდამსხმელი, ამ შემთხვევაში გაიტანდა გოლს, ახლა არ ვიცი ვის დააყენებს, მარჯვენა ფლანგი დირკაა, უთამაშებელ მერებას ზარანდია არ სჯობს?ვნახოთ.
ვასო
16 მარტი 2019 11:37
5
ისე რო შევხედოთ ძან სუსტი ნაკრები არ გვყავს. მაგასაც თავისი მიზეზები აქვს ჩვენი ფეხბურთელები რატო არ ხვდებიან უკეთეს კლუბებში. ჩვენ რამოდენიმე ფეხბურთელს შეუძლია გერმანის იტალიის ესპანეთის და ინგლისის საშვალო გუნდებში თამაში.
დავით
16 მარტი 2019 11:19
0
თუ ამ 2 თამაში 4 ქულა ავიღეთ 100% ვარ დარწმუნებული გავალთ ამ ჯგუფიდან.
ზუგდიდი
16 მარტი 2019 11:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული