შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ევრო 2020 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის საქართველოსთან და დანიასთან 23 ფეხბურთელს უხმო.
ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ედმილსონ ფერნანდესი, კევინ მბაბუ და ჰარის სეფეროვიჩი. სამაგიეროდ მწყობრში ჩადგნენ მანუელ აკანჯი, ბრილ ემბოლო, სტეფან ლიხტშტაინერი, ადმირ მეჰმედი და ფაბიან შერი.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორშაბათიდან მთელი ძალით ვარჯიშს დავიწყებთ. ორი მეტად რთული შეხვედრა გველის. სრულად ვიქნებით კონცენტრირებულნი და ვეცდებით ორივე შეხვედრა მოვიგოთ. ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი 23 ფეხბურთელი გამოვიძახე", - განაცხადა პეტკოვიჩმა.
შვეიცარიის ნაკრები თბილისში 21
მარტს შემდეგი შემადგენლობით გამოემგზავრება:
მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)
მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი)
ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)
თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე), შერდან შაჩირი (ლივერპული), ადმირ მეჰმედი (ვოლფსბურგი), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)
გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.
საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!