France Football: ლეო მესი 130 მილიონით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი 2018/2019 წლების სეზონის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

რეიტინგი სრულად დღეს, 2 აპრილს გამოქვეყნდება. მასში შეტანილია მოთამაშეთა ხელფასების, ბონუსების და სხვადასხვა შემოსავლების ჯამური მონაცემები.

მესის ყოველთვიური გასამრჯელო 7 მილიონ ევროს აღემატება, წლიური შემოსავალი კი 130 მილიონს შეადგენს.

"იუვენტუსის" ფორვარდი რონალდო წელიწადში 113 მილიონს გამოიმუშავებს. "იუვეში" ის 10 მილიონით იმაზე მეტს იღებს, ვიდრე "რეალში" იღებდა.

მესამე ადგილზე 91.5 მილიონით პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარია.

შემდეგ მოდიან: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, 44
მლნ) და გარეთ ბეილი (რეალი, 40.2 მლნ)

Get French Football News-ი აზუსტებს, რომ ეს თანხები ნაჩვენებია გადასახადების ჩამოჭრამდე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
გენაცვალე ლეო! ყველაფერში პირველი, რომ ხარ! ისეთი საყვარელი ფეხბურთელი ხარ და იმხელა სიამოვნებას ვიღებთ, შენი ფანტასტიკური თამაშებით, რომ ეგეც "ცოტაა" შენთვის. კაცი რომელიც სულს და გულს დებს ყოველ თამაშებში, მოდი და ნუ დააფასებ!
ნონა
14:01 02-04-2019
1
ლეო! იმხელა სიხარულს და ბედნიერებას გვანიჭებს თავისი ბრწყინვალე თამაშით და აქედან გამომდინარე სპექტაკლებით და შოუებით, რომ ნამვილად ეკუთვნის!!!! ორივე ხელს ვწევ. ვისაც გენანებათ ლეოს გზა გაიარეთ და ნახავთ რამხელა შრომა აქვს ჩადებული ისე, რომ ალალი იყოს ლეო შენზე მილიონებიც და მილიარდებიც.
გია1
10:46 02-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული