ჩეფერინი რასიზმზე: თუ ეს ქრონიკულ ხასიათს იღებს, შეგვიძლია გუნდი ტურნირიდან გავრიცხოთ

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ტრიბუნებზე რასიზმის გამოვლენაზე სასჯელის გამკაცრების საკითხზე ისაუბრა.

"მე ვერ ვხედავ უფრო ხისტ სანქციებს, ვედრე ეს გულშემატკივრებისთვის სტადიონებზე შესვლის აკრძალვა, ცარიელი ტრიბუნების წინაშე მატჩის ჩატარება და ფულადი ჯარიმებია.

თუ დარღვევები ქრონიკულ ხასიათს ატარებს, ჩვენ შეგვიძლია კლუბი ან ნაკრები ტურნირიდან გავრიცხოთ. ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ეს უკიდურესი ზომაა.

უნდა მოვიშოროთ ეს იდიოტები, იმიტომ, რომ ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშია. საჭიროა ხალხის განათლებაზე მუშაობა, მთავრობებთან თანამშრომლობა.

ეს უბრალოდ კატასტროფაა, რომ 2019 წელს მრავალფეროვნების მხარდასაჭერად კონფერენციების მოწყობა გვიწევს.

მაიმუნების ხმების იმიტირება, მოედანზე ბანანების
გადაგდება, ანა ფრანკის დარედაქტირებული ფოტოები, ქალების სტადიონებზე არდაშვება (ქალებისთვის ფეხბურთის თამაშის აკრძალვაზე აღარც ვამბობ) - ეს სიგიჟეა.

მოვუწოდებ ყველას უფრო ქმედითი მუშაობისკენ და მთავრობების მხარდაჭერის იმედი მაქვს, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

არ მინდა პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ როდესაც ცალკეული ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები რასიზმის, სექსიზმისა და ჰომოფობიის პროპაგანდას ეწევიან, ეს ველურობაა", - განაცხადა ჩეფერინმა.

მომზადებულია Press Association Sport-ის მიხედვით

altუეფამ საქართველოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა ირლანდია დასაჯოს [VIDEO]

altუეფამ უკრაინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული