როგორც წესი, მარკებზე დიდი პიროვნებების, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების ან რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის გამოსახულება აღიბეჭდება, სომხეთში კი "არსენალის" ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის გამოსახულებიანი მარკა გამოუშვეს.
სომხეთის ფეხბურთის აკადემიაში ჩატარებულ პრეზენტაციას თვით მხითარიანი დაესწრო. მარკა კანადაში დაბეჭდეს და 40-ათასიანი ტირაჟით გამოუშვეს.
"ჩვენ დავინტერესდით, თუ არსებობს მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების გამოსახულებიანი მარკები და გაირკვა, რომ არც მესის და არც რონალდოს გამოსახულებიანი საფოსტო მარკები არ არსებობს", - განაცხადა სომხეთის ფილატელისტთა კავშირის თავმჯდომარე ოვიკ მუსაელიანმა.
მხითარიანმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4
საგოლე გადაცემა გააკეთა.