არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ეროვნული გუნდის რიგებში იმყოფება და კოპა ამერიკისათვის ემზადება.
მესიმ გადაწყვიტა, გახუმრებოდა თავის თანაგუნდელ სერხიო აგუეროს, რომელიც სასტუმროს ნომერში მასთან ერთად ცხოვრობს. ლიონელმა დადო ფოტო, რომელშიც თვითონ სვამს მატეს, ხოლო აგუეროს მშვიდად სძინავს საკუთარ საწოლში.
"მე და ჩემი მეზობელი სერხიო აგუერო მივირთმევთ მატეს", - დააწერა მესიმ ფოტოს.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 15 ივნისიდან იწყება, ხოლო არგენტინა პირველ მატჩს 16 ივნისს კოლუმბიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.