20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ უკრაინის ნაკრების ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილს ua-football.com-ის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, ფეხბურთის ასოციაციამ მისცა თუ არა პრემიალურები. ფეხბურთელმა უპასუხა, რომ თასი და ჯილდოები მიიღეს, ფული კი - არა. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მან ასოციაციის საიტთან განცხადება გააკეთა და უნდა ითქვას, ამ ბიჭს თამაშიც ეხერხება და სიტყვა-პასუხიც არ ეშლება:
"მე ვუპასუხე ჟურნალისტს, რომელმაც პრემიალურებზე მკითხა, რომ ტურნირის დაწყებამდე არაფერს არ დაგვპირებიან, რაღაც მატერიალური ჯილდოსთვის კი არა, არამედ უკრაინის ღირსებისა და საკუთარი ოცნებისთვის ვთამაშობდით. განა ეს საკმარისი მოტივაცია არ არის?
ამდენად, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს ცხადია და განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს. თუმცა, ზოგიერთს ყოველთვის აინტერესებს სხვისი ფული".
football.ua: გიორგი წიტაიშვილი მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზე ოცნებობს
გიორგი წიტაიშვილი: ჩემთვის უკრაინის განდიდება დიდი პატივია - მხოლოდ კიევის "დინამოზე" ვფიქრობ
გიორგი წიტაიშვილი: უკრაინისთვის და ჩვენი ფეხბურთისთვის ისტორია დავწერეთ
U20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]