კორუმპირებული ჩინოვნიკები - მიზეზი რის გამოც არგენტინულ ფეხბურთს უჭირს

AutoSharing Option
2014 წელს არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (AFA) პრეზიდენტი, ხულიო გრონდონა გულის უკმარისობა გარდაიცვალა.

ერთი წლის შემდეგ არჩევნები გაიმართა, კანდიდატი სულ 2 იყო - ლუის სეგურა და მარსელო ტინელი. არჩევნები ვერ შედგა, რადგან ორივე მათგანმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის არჩევა კიდევ ერთი წლით გადაიდო, მმართველობაში კი სეგურა დარჩა, რომელსაც ივნისში პოსტის დატოვება მოუწია. მას სატელივიზიო კონტრაქტების გაყალბებაში დასდეს ბრალი.

როდესაც დიდ ჩავარდნებზეა საუბარი, იშვიათად იხსენებენ, რომ ფეხბურთელები არ არიან კომპიუტერული პერსონაჟები და შექმნილ ვითარებაზე ძალიან არიან დამოკიდებულები.

არგენტინული ფეხბურთი არის ბრწყინვალე მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს არეულობა მთლიან სისტემაში. მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ ნაკრები ყველაფერზე ეკონომიას აკეთებს, მათ შორის მწვრთნელზე. თუმცა დაზოგვა იმიტომ არ ხდება, რომ ფინანსური კრიზისია - არა, უბრალოდ ფული კონკრეტულ ჯიბეებში მიდის, ამ პირობებში კი ასეთი ამბიციის ნაკრებს არსებობა უბრალოდ არ შეუძლია.

35 წელი დიქტატორის ხელში

არგენტინულ ფეხბურთს 35 წლის განმავლობაში დიქტატორი მართავდა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მულტიმილიონერი გახდა. უკანასკნელად არგენტინამ 1993 წელს კოპა ამერიკა მოიგო, მაშინ მესი ჯერ კიდევ სკოლაშიც არ დადიოდა, მარადონას კი ნარკოტიკების გამო პრობლემები ჰქონდა, თუმცა პრობლემები იქამდე გაჩნდა - 1979 წელს არგენტინიოს ფეხბურთის ასოციაცია ხულიო გრონდონა ჩაუდგა სათავეში.

Sportall.Ge

იმ დროს ეს ნაკრები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო, მის შემადგენლობაში - მარიო კემპესი და დიეგო მარადონა თამაშობდნენ, შიდა ჩემპიონატი კი - მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად ითვლებოდა.

მომავალი ბრწყინვალე უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინ არავინ იცოდა, რომ მმართველობაში მოვიდა კაცი, რომელსაც არც ფეხბურთის და არც მენეჯმენტის არაფერი გაეგებოდა, ის იყო ჩინოვნიკი, რომელიც თავის ჯიბეს კარგად ავსებდა. ახალმა პრეზიდენტმა ფედერაციაში მის შემდეგ უმაღლესი პოსტები მის ორ შვილს დააკავებინა და ააწყო მძლავრი სქემა - რომელმაც მას აბსოლუტური მმართველობა გაუნაღდა.

1988 წელს ის მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს - ფიფას ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო 10 წლის შემდეგ მან თავის მეგობარს - ზეპ ბლატერს პრეზიდენტის პოსტი მოაპოვებინა.

Sportall.Ge

გრონდონა ფიფას ფინანსური კომისიის ხელმძღვანელი და მსოფლიო ფეხბურთში მეორე კაცი ათწლეულების განმავლობაში იყო.

არგენტინაში ბოსი მაფიის ტაქტიკას იყენებდა - ახალისებდა მომხრეებს და მტრებს სჯიდა.

გრონდონა სატელევიზიო, სარეკლამო კონტრაქტებს აკონტროლებდა და საპრიზო და სასპონსორო ფულს თავისი შეხედულებისამებრ ყოფდა. კორუფციულ სქემას, ფაქტობრივად, ყველა კლუბი ემსხვერპლა.

დიდი გუნდები მილიონიან ვალებში ვარდებოდნენ, ხოლო პატარები საერთოდ ქრებოდნენ, თუმცა პრეზიდენტს საჯაროდ ვერავინ აკრიტიკებდა. მისი ეშინოდათ გარდაცვალების შემდეგაც: როდესაც ამერიკის ფედერალურმა ბიურომ კორუფციული სქემა გაშიფრა, რომელმაც საბოლოოდ არგენტინამდე მიიყვანა, მოწმემ არცერთხელ გრონდონას სახელი არ დაასახელა, მხოლოდ - "საფეხბურთო ჩინოვნიკი ნომერი 1" - და "ფიფას ვიცე-პრეზიდენტი."

ეს მოწმე შვეიცარელი ბანკირი ხორხე არზუაგა იყო. 2010-დან 2014 წლამდე გრონდონამ მისი გავლით 25 მილიონი დოლარის ქრთამის მიღება შეძლო. როდესაც პრეზიდენტი გარდაიცვალა, არზუაგამ ფული მისი მემკვიდრეების ანგარიშებზე გადაიტანა. გრონდონას ანგარიშების მოძიება საოცრად რთული გამოდგა, მან ისინი, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლის სახელზე გააკეთა. ამ ანგარიშებზე კიდევ 30 მილიონი დოლარი იპოვეს.

ახალი დიქტატორი

გრონდონას გარდაცვალებამ არგენტინელ გულშემატკივარს იმედი მისცა, თუმცა სინამდვილეში სიტუაცია კიდევ უფრო უარესი გახდა. მართვის სადავეები პირველივე არჩევნებზე, ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრეებმა ჩაიგდეს ხელთ, AFA-ს პრეზიდენტი კი კლაუდიო "ჩიკი" ტაპია გახდა.

გრონდონას მსაგავსად ტაპიაც თავიდან ნაკლებად ცნობილი ფიგურა გახლდათ. კლაუდიოც თავიდან ჩრდილში იყო, თუმცა არჩევნების შედეგებმა იგი მომენტალურად გააძლიერა. კლაუდიო ტაპია საფეხბურთო კლუბ "ინდეპენდიენტეს" ბოსის ქალიშვილზეა დაქორწინებული. მდიდარმა და ძლიერმა სიმამრმა მომავალი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია დააფინანსა და სათავეში მოსვლას ხელი შეუწყო.

Sportall.Ge

ტაპიას მეთოდები მისი "მასწავლებლის" მეთოდებს მოგაგონებთ, რომელიც უკვე ფეხბურთს დიდი ხანია ცდება. ერთი ცდომილებაა, მისთვის სამწუხაროდ ის ისე სუფთად ვერ მოქმედებს, როგორც ამას მისი დამრიგებელი აკეთებდა, ამიტომაც მის წინააღმდეგ უკვე რამდენჯერმე საქმეც აღიძრა.

ტაპიას მარჯვენა ხელად სანტიაგო ტოვიგინო ითვლებოდა, რომელიც "ბარაკას სენტრალის" ვიცე-პრეზიდენტი და AFA-ს აღმასრულებელი მდივანი გახლდათ. 2015 წელს იგი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს, ხოლო 2017 წელს მას ბრალი ნარკოტრაფიკის ხელშეწყობაში დასდეს.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცაზე ფიქრობენ, რომ როგორც ნაკრების, ასევე ჩემპიონატის თამაშებს ჰყიდის. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ასეთი კორუმპირებული სისტემა არ გაუშვებს დიდი ფულის შოვნის შანსს.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, მასთან ერთად კი რამდენიმე ძალიან ძლიერი მოთამაშეა.

არაოფიციალური ცნობებით ითვლება, რომ არგენტინის ნაკრებთან თამაში 1 მილიონი დოლარი ღირს, ამას კი სატელევიზიო ტრანსლაციებიდან შემოსული თანხები ემატება, თუმცა არის ერთი პატარა ნიუანსი - ეს მატჩი იმათთვის არის მნიშვნელოვანი, ვისთვისაც მესის წინააღმდეგ თამაში დიდი მიღწევაა. ტოპ-ნაკრებები არ იხდიან ფულს ამხანაგურ მატჩებში, რადგან არგენტინის დონეზე ისედაც არიან, ამიტომაც AFA ეროვნული ნაკრებისთვის დაბალი დონის გუნდებს მთელს მსოფლიოში ეძებს - და ამასთან ერთად ჩინოვნიკები ქრთამის სახით მილიონებს იღებენ.

მაგალითისთვის არგენტინამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, 2019 წლის კოპა ამერიკამდე 9 ამხანაგური მატჩი გამართა. აქედან 2-ჯერ მექსიკას დაუპირისპირდა, თითო-თითოჯერ კი - ნიკარაგუას, ვენესუელას, მაროკოს, ბრაზილიას, კოლუმბიას, ერაყს და გუატემალას.

ეს ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რის გამოც არგენტინა დიდ ტურნირებზე ყოველთვის მოუმზადებელია. ისინი სპარინგ-მატჩებს ფიფას რეიტინგის მეორე ასეულის გუნდებთან მართავენ, შეიმუშვებენ ტაქტიკას, რომელსაც რეალურ კონკურენტებთან აზრი ეკარგება.

ყველაზე დიდი სკანდალი 2011 წელს მოხდა, როდესაც არგენტინა ნიგერიაში ჩავიდა და 1:4 დამარცხდა. სტუმრების მიერ გატანილი ერთადერთი გოლი 98-ე წუთზე, საეჭვო პენალტით გავიდა. მატჩის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ტოტალიზატორებში იპოვნეს ფსონები, რომლებიც მინიმუმ 5 ბურთის გასვლას პროგნოზირებდა. ამ ფსონებზე ასობით ათასი დოლარი იყო დადებული. ფიფამ დაიწყო გამოძიება და 8 წლის შემდეგ ნიგერიელი მსაჯი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ეკონომია ყველაფერზე

არგენტინას არ აქვს ფული და ეკონომიას აკეთებს ყველაფერზე, მწვრთნელიდან დაწყებული დაცვითა და დამლაგებლით დამთავრებული. არგენტინელი მწვრთნელები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევიან, მაგრამ კოპა ამერიკაზე ნაკრებს ლიონელ სკალონი წარუძღვა, რომელსაც აქამდე არასდროს მთავარი მწვრთნელის პოსტზე არ უმუშავია.

Sportall.Ge

არგენტინას არ აქვს პოჩეტინოს და სიმეონეს ფული, რომლებიც წელიწადში 15-20 მილიონი ჯდება, ეს კი გრონდონასა და მისი მიმდევრების "დამსახურებაა", რომლებმაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტალანტების ქვეყანა "მათხოვრად" გადააქცია.

მეტიც, არგენტინელი ტოპ-მწვრთნელები სავარაუდოდ კარგი ანაზღაურების სანაცვლოდაც არ იმუშვებდნენ ნაკრებში, თუმცა გამოცდილი და არც ისე ძვირფასიანი ბერიცო და გარეკა საკუთარ ნაკრებს კოპაზე სიამოვნებით გაიყვანდნენ. ისინი ამ ტურნირზე პერუსა და პარაგვაის უდგანან სათავეში.

უკანასკნელი რამდენიმე წელია ასოციაცია გაკოტრების პირასაა. სისტემა მუშაობს - სატელევიზიო კონტრაქტები იზრდება, სპონსორები იხდიან, მაგრამ ეს თანხები ფეხბურთამდე არ მიდის.

ლაშა ბერძენიშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 4 /
პოლიტიკას თუ არ შეცვლიან ფეხბურთი კიდევ უფრო ძირს დაეშვება და გაქრება.
ddgfdf
17:35 03-07-2019
0
ყველა ფეხბრთელი ფულში ბანაობს და და ტოპ კლუბებში თამაშობენ, მეტი რაღა უნდათ მოგებისთვის. თუ ერთი ადგილი აქვთ მოიგებდნენ. უკეთესთან დამარცხდნენ რასაც არუნდა აბრალონ.
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული