მალკომი "ბარსელონადან" "ზენიტში" გადადის და წელიწადში 8 მილიონზე მეტს აიღებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 22 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მალკომმა ერთობ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - კარიერას პეტერბურგის "ზენიტში" გააგრძელებს.

RMC Sport-ის მტკიცებით, მალკომს პსჟ, "მანჩესტერი" და "ევერტონი" ეპატიჟებოდნენ, მაგრამ რუსულ გუნდში გადასვლა არჩია.

გამოცემის ცნობით, მალკომის წლიური გასამრჯელო "ბარსაში" 8 მილიონი ევრო იყო, პეტერბურგულ გუნდში კი უფრო მეტს მიიღებს.

ის "ზენიტთან" ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მალკომის ტრანსფერი "ზენიტს" 40 მილიონი, პლუს 5 მილიონი ბონუსების სახით დაუჯდება.

მალკომმა გასულ სეზონში ლა ლიგაზე 15 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

altმალკომი "ელ კლასიკოს" შემდეგ: ახლა

უფრო მეტად მენდობიან, ყოველდღიურად ვიმუშავებ

alt"ტოტენჰემს" მალკომი ეძვირა - სულ 97 წუთი ითამაშა და "ბარსელონა" 44 მილიონად ყიდიდა

altგაუშვებს "ბარსელონა" მალკომს? - ჩინური კლუბი დიდ თანხას იხდის

alt"ბარსელონას" ახალწვეული მალკომი: იმისათვის, რათა ფეხბურთელი გამოვსულიყავი, ჩემმა ბებიამ ყველაფერი გაყიდა

alt"ბარსელონამ" მალკომი 41 მილიონად შეიძინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული