ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო ფეხბურთელს ლამის მთელი გუნდი გაეკიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერბეთის პირველ ლიგის მეხუთე ტურში, "მეტალაცსა" და "ბაჩკას" შეხვედრაში ინციდენტი მოხდა.

"მეტალაცის" ფეხბურთელმა ნიკოლა გრობოვიჩმა მაყურებელს თავი არასპორტული საქციელით დაამახსოვრა.

პირველი ტაიმის მიწურულს "ბაჩკას" ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, მაგრამ "მეტალაცის" მოთამაშეებმა ბურთი მოედნის საზღვრებს გარეთ არ გადააგდეს და ამის მაგივრად მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს.

ბურთი გრობოვიჩს მიუვიდა, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და გოლი გაიტანა. "ბაჩკას" ფეხბურთელები გადაირივნენ და ლამის მთელი გუნდით გრობოვიჩს გაეკიდნენ.

გრობოვიჩმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მეტოქისგან სახეში მაინც მიიღო. ამ ინციდენტის გამო მოედანზე მასობრივი ჩხუბი დაიწყო, რომლის შედეგად შეხვედრის არბიტრმა "მეტალაცის"
ერთი და "ბაჩკას" ორი ფეხბურთელი გააძევა.

მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა მეორე გოლიც გაიტანეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი შლანგია ის ვინც გოლი გაიტანა... ცხოვრებაშიც მასეთი შლანგი იკნება
agram2000
21:20 27-08-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული