ლიონელ მესის პასუხი კრიშტიანო რონალდოს მიპატიჟებაზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მზადაა, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელთან ისადილოს.

- კრიშტიანომ ადრე თქვა, რომ სურს თქვენთან ისადილოს. მის დაპატიჟებას მიიღებდით?
- რა თქმა უნდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მასთან არანაირი უთანხმოება არ მაქვს. შეიძლება ჩვენ მეგობრები არ ვიყოთ, რადგან გასახდელში ერთად არ ვყოფილვართ, მაგრამ მასთან ყოველთვის ვმონაწილეობ სხვადასხვა ცერემონიაზე, ამაზე პრობლემა არ გვაქვს. სხვათა შორის, ამას წინათ მონაკოში დიდი ხანი ვისაუბრეთ.

არ ვიცი, შედგება თუ არა ეს სადილი, რადგან ცნობილი მიზეზების გამო არ ვიცი, რამდენად გადავეკვეთებით ერთმანეთს. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი
ცხოვრება და ვალდებულებები აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, მის დაპატიჟებას მივიღებდი", - თქვა მესიმ.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ამ ორი ლეგენდის შეხვდრა მოხდება, რა იქნება საქართველომ უმასპინძლოს რა ვიზე ნაკლები სამზარეულო გვაქვს, თუ არ ვიცით სტუმრის დახვედრა?
ბარსა
14:59 13-09-2019
1
ეს იქნება ისტორიული სადილი! ორი ბრწყინვალე ფეხბურთელები, რომლებმაც დაწერეს საფეხბურთო ისტორია! ამათ მერე რას უნდა ვუყუროთ არ ვიცი.
გოგა
14:56 13-09-2019
1

სიახლეები პოპულარული