
ნიკარაგუის ნაკრების კაპიტანი ხუან ბარერა ამტკიცებს, რომ ფიფას მიერ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევისას ხმა "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესისთვის არ მიუცია, რამეთუ მასში მონაწილეობა არ მიუღია.
"FIFA Awards-ის ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიიღოთ. ეს სიცრუეა, მადლობა", - დაწერა ბარერამ "ტვიტერზე".
ფიფას მონაცემებში კი ბარერას მიერ შემდეგი სამეულის დასახელებაა დაფიქსირებული: 1. ლეო მესი; 2. სადიო მანე; 3. რონალდო.
მესიმ კარიერაში პირველად მოიპოვა The Best-ის პრემია.