უეფამ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
სიმბოლურში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, ვისაც საუკეთესო რეიტინგი ჰქონდა. რეიტინგი სპეციალური ალგორითმის შედეგად გამოითვლება, რომელიც ფეხბურთელის მიმდინარე ფორმას და ოფიციალურ სტატისტიკას ითვალისწინებს.
ევრო 2020-ის კვალიფიკაციის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარეები: ანდრეი პიატოვი (შახტარი, უკრაინა)
მცველები: რაგნარ სიგურდსონი (როსტოვი, ისლანდია), მერიჰ დემირალი (იუვენტუსი, თურქეთი), სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი)
ნახევარმცველები: იოანის კუსულოსი (ომონია, კვიპროსი), ერან ზაჰავი (გუანჟოუ ფული, ისრაელი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული, ჰოლანდია), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)
თავდამსხმელები: მემფის დეპაი (ლიონი, ჰოლანდია), ჰარი კეინი (ტოტენჰემი,
ინგლისი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)