"ლივერპულის" მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ლიონელ მესი "დატროლა", მას შემდეგ, რაც არგენტინელმა "ოქროს ბურთი" მოიგო.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" კაპიტანმა "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ტრენტის თანაგუნდელ ვირჯილ ვან დეიკს გადაუსწრო, რითაც ინგლისელი აშაკრად უკმაყოფილო დარჩა.
თავისი აზრი მან "ტვიტერში" დააფიქსირა, სადაც ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ენდი რობერტსონთან და ალექს ოკსლეიდ-ჩემბერლნეთან ერთად არის.
მან ფოტოს მიაწერა: "ვეთამაშებით "ბარსას" სახლში და ინიშნება კუთხური..."
ფეხბურთელი იმ მომენტზე მიანიშნებს, როცა მერსისაიდელებმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში შინ კუთხურის შემდეგ მეოთხე გოლი გაიტანეს და "ბლაუგრანას" ასპარეზობას გამოთიშეს.
ლეო მესი: ეს განსაკუთრებულია, რადგან ფეხბურთიდან ჩემი წასვლის დრო ახლოვდება