უგო გატი: მესი დიადებს ჩამორჩება - რონალდინიოც კი სჯობდა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსისა" და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, უგო გატიმ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი წარსულის დიად ფეხბურთელებს შეადარა.

"ვინც მინახავს, მესი მათ ძალიან ჩამორჩება. ის უმაღლეს ეშელონშიც კი არ შედის.

ჩემს დროს საუკეთესო პელე იყო, მერე - ალფრედო დი სტეფანო. დანარჩენები ძალიან ჩამორჩებოდნენ. თვით ფორმის პიკზე რონალდინიოც მესიზე უკეთესი იყო.

მარადონასთან ერთად "ბოკასა" და ნაკრებში მითამაშია. ჯობია მასზე არ ვილაპარაკო. მესი მასზე უკეთესი არაა.

ამას გარდა, მარადონა საჭირო მომენტებში თავს წარმოაჩენდა, მესი - არა", - განაცხადა გატიმ El Chiringuito-ს ეთერში.

გატი: მესი დიადებს ჩამორჩება - რონალდინიოც კი სჯობდა" style="height: 50px; width: 50px;" />უგო გატი: მესის ესპანეთთან უნდა ეთამაშა; აი, რონალდო ითამაშებდა

altგატი: პელეს დროს მესის თამაში გაუჭირდებოდა

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეეეეჰ, ამას ეტყობა ჩერენკოვის თამაში არ უნახავს “სპარტაკში”
დინამოელი
02:01 26-02-2020
2
რონალდინიო რო უმაგერესი იყო ფიკზე რაზეა საუბარი მაგრამ ეს გაგრძელდა ორი ან სამი წელი მხოლოდ და მესი მთელი თავისი კარიერა ფორმის პიკზეა და ყოველთვის გვაოცებს.მარტო კიდე ვერავინ მოიგო მსოფლიო.თქვენაირი უმადურებს რა გამოლევს მესი რო არ წასულიყო მაგ ხროვაში რასაც ალბისელესტე ქვია და ეთამაშა ფურია როხაში მაშინ იქნებოდა თქვენთვის დიადი ვითომ?ის უდიადესია რომელიც გვატკბობს თავისი ფენომენით
თემური
10:40 26-02-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული