როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იუწყება, უეფას სურვილია, ყველა ევროპული ჩემპიონატი 30 ივნისს დასრულდეს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ევროპის ყველა ლიგა ერთდროულად უნდა განახლდეს კორონავირუსისაგან გამოწვეული პაუზის შემდეგ.
ამასთანავე, გაერთიანებაში გეგმავენ, რომ ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ბოლომდე ჩაატარონ და არამც და არამც არ აპირებენ სეზონის შუაში გაწყვეტას.
ინგლისის პრემიერლიგის კლუბები უეფას ამ შეთავაზებას ხვალ, 18 მარტს განიხილავენ. უეფაში კი დღეს, 17 მარტს, ევროპის ჩემპიონატის 2021 წელს გადატანის საკითხზე იმსჯელებენ.
- ყველა ტურნირი უნდა განახლდეს და დასრულდეს" />AS: ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო!