მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.
"იყო დრო, როცა ჯერარდი მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი იყო. ძალიან ცოტაა მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელი, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ. ჯერარდი კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი გახლდათ", - განაცხადა ზიზუმ.
სტივენ ჯერარდი "ლივერპულის" აღზრდილია და კლუბში 1998-დან 2015 წლამდე თამაშობდა. "წითლების" მაისურით 710 მატჩი ჩაატარა და 186 გოლი გაიტანა. ამჟამად სტივენი გლაზგოს "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელია.