რუსი მეკარე: ტელევიზიით პრეზიდენტის ლაპარაკი ლაქლაქია, ხალხი მონებივით სჭირდებათ - ინტერვიუს გამო კლუბი მას დასჯის

AutoSharing Option
სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარე ევგენი ფროლოვმა რუსეთის ხელისუფლებისადმი თავის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"მოითხოვე-არ მოითხოვო, ხელისუფლებას ხალხი არ აინტერესებს და იტყვის: "ფული არ არის, მაგრამ თქვენ გაუძელით". მათ ფული აქვთ, ხალხისთვის - არაფერი.

ავიღოთ ამერიკა, ევროპა - ბევრ ქვეყანაში თავიანთ მოქალაქეებს ეხმარებიან, ბიზნესს ეხმარებიან. ჩვენთან რუსეთში ეს არაფერი არ არის.

რასაც პრეზიდენტი ტელევიზორში ლაპარაკობს, ყველაფერი ლაქლაქია. რეალური საქმეები არ არის.

მე ხალხთან ვურთიერთობ, ბიზნესმენებთან. ბანკი სესხს არასოდეს არ გადაგივადებს. აი, ეს საკრედიტო არდადეგები არ არის. პრეზიდენტმა თქვა "საჭიროა", მაგრამ არავინ არ
უსმენს.

სესხებზე ჯარიმები გერიცხება, გადასახდელად კი ფული არა გაქვს, ვინაიდან სამუშაო არ არის, არაფერი არ არის და რა ვაკეთოთ?

ასეთი მომენტები, როდესაც პრეზიდენტი ერთს ლაპარაკობს, ცხოვრებაში კი სულ სხვანაირად ხდება - მილიარდია. ფეხბურთის გუნდი თავის ლიდერს უსმენს. თუ კაპიტანმა თქვა, უნდა გააკეთო.

აქ კი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ეროვნული ლიდერი ამბობს - ასე უნდა გაკეთდეს, ფაქტობრივად, არაფერს არ აკეთებენ, ის ან არაა ლიდერი, ან მას პატივს არ სცემენ. ან უბრალოდ ასე ლაპარაკობს ტელევიზორით.

გინდა ხალხს თვალები აუხილო: ყველაფერი, რასაც ტელევიზიით ლაპარაკობენ - სიბოროტეა. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა.

ხალხი მონებივით სჭირდებათ, როგორც მუშახელი. რაც ახლა ხდება, ინტერნეტში ბატონყმურ უფლებას ეძახიან. კანონებით გვახრჩობენ. გაბედე და არ გადაიხადო. ისევე როგორც ბატონყმობისას, შენ არანაირი უფლება და თავისუფლება არა გაქვს. შენ მონა ხარ ", - განაცხადა ფროლოვმა "იუთუბისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"კრილია სოვეტოვმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ ფროლოვის მოსაზრებას არ იზიარებენ და აუცილებლად დასჯიან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველაზე სასაცილო ისაა რომ ბევრი ქართველი მერუსეთეს ისევ რუსეთი რო უნდათ კიდე ის კაი ცხოვრება გონიათ. ვერ გაიგეს რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ვერც ინტერნეტს იყენებენ იმისთვის რომ ინფორმაცია მოიზიდონ. ისე ძაან ბნელა ჩვენთან. მთელი გერმანია პოლონეთი სირცხვილით იხსენებს ჰიტლერს მისი სახელის ხსენებაც კი სირცხვილია რომ ეს კაცი გერმანელი და პოლონელი იყო ) ჩვენთან სტალინს აღმერთებენ გრიშა ონიანისნაირი გამოთაყვანებულები დღესაც
დუდუ
18:14 18-05-2020
0
მალადეც ტვოი ატეც :))
ვასია
02:36 28-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული