კატალონიური "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის ბიძაშვილმა მაკსიმილიანო ბიანკუკიმ გაიხსენა, თუ რამდენად რთული იყო ეზოს ბიჭებისთვის ლეოს წინააღმდეგ თამაში.
"ლეოსთან ერთად ეზოში ვთამაშობდით ფეხბურთს. ჩვენ მასზე ფიზიკურად ძლიერები და უფრო დიდები ვიყავით. ბიჭები ყვიროდნენ: "ის გიჟია, მოაშორე აქედან დროზე, სანამ მოგვიკლავს!"
ლეოს ძლიერად ურტყამდნენ, თუმცა ის ყველაფერს უმკლავდებოდა.
ის 8 თუ 9 წლის იყო, როცა უკვე დილით ადრ ვდგებოდი მისი თამაშის სანახავად. ლეო რაღაც საოცრებებს სჩადიოდა, დაჯერებაც კი მიჭირდა", - განაცხადა მაკსიმილიანომ.
მომზადებულია Ole-ს მიხედვით