10 ოქტომბერს, ერთა ლიგის მე-3 ტურის 7 მატჩი გაიმართა.
ესპანეთმა სახლში 1:0 დაამარცხა შვეიცარია.
"ფურია როხა" ბოლო 15 შეხვედრაში არ დამარცხებულა - 11 მოგება და 4 ფრე. სერია 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ხორვატიასთან 2:3 წააგეს.
გერმანიამ გასვლაზე 2:1 მოუგო უკრაინას.
ბრწყინვალედ ჩატარებული გასული სეზონის შემდეგ უკრაინის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ზედიზედ 3 მარცხი იწვნიეს საერთო ანგარიშით 2:13.
იოახიმ ლიოვის გუნდმა ბოლო 9 მატჩიდან 5 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა - ბოლოს 13 თვის წინ დამარცხდა.
ლიგა A. 4
ჯგუფი
მადრიდი. "დი სტეფანო" 1:0
ესპანეთი - შვეიცარია
გოლი: ოიარსაბალი (14)
კიევი. "ოლიმპიისკი"
უკრაინა - გერმანია 1:2
გოლები: 0:1 გინტერი (20), 0:2 გორეცკა (49), 1:2 მალინოვსკი (76, პენ)
ლიგა C. 1 ჯგუფი
ლუქსემბურგი. "ჟოზი ბარტელი"
ლუქსემბურგი - კვიპროსი 2:0
გოლები: 1:0 სინანი (12), 2:0 სინანი (26)
პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - აზერბაიჯანი 2:0
გოლები: 1:0 იოვეტიჩი (9), 2:0 ივანოვიჩი (71)
ლიგა D. 1 ჯგუფი
ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
ფარერები - ლატვია 1:1
გოლები: 0:1 იკაუნეკისი (25), 1:1 ფაერო (28)
ანდორა. "ნასიონალი"
ანდორა - მალტა 0:0
ლიგა D. 1 ჯგუფი
ვადუცი. "რეინპარკი"
ლიხტენშტაინი - გიბრალტარი 0:1
გოლი: დე ბარი (10)