კოლუმბია განადგურდა, ბრაზილიამ და პერუმ მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 14 ნოემბერს, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციოს მორიგი ტური დასრულდა.

კოლუმბია - ურუგვაი
ორი სამხრეთ ამერიკული გრანდის დაპირისპირება უთანასწორო ბრძოლაში დასრულდა. ურუგვაიმ, მეტოქეს, 3 უპასუხო ბურთი გაუტანა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
ურუგვაის 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს, ხოლო კოლუმბია მე-7 ადგილს 4 ქულით.
მომდევნო მატჩს კოლუმბია ეკვადორთან გამართავს, ხოლო ურუგვაი ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე მატჩი 18 ნოემბერს ჩატარდება.
გოლის ავტორები: 0:1 კავანი (5), 0:2 სუარესი (54), 0:3 ნუნესი (73).
ჩილე - პერუ
ჩილემ, ამ გამარჯვებით, აქტივში პირველი მოგება ჩაიწერა, რასაც
პერუზე ვერ ვიტყვით.
3 ტურის შემდეგ ჩილეს 4 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება, ხოლო პერუ მე-8 პოზიციაზე 1 ქულით.
მომდევნო მატჩში ჩილე ვენესუელას ესტუმრება, ხოლო პერუ არგერტინას დაუხვდება. ორივე მატჩი 18 ნოემბერს გაიმართება.
გოლის ავტორები: 1:0 ვიდალი (19), 2:0 ვიდალი (34).
ბრაზილია - ვენესუელა
ბრაზილიამ ამ გამარჯვებით არგერტინას გადაასწრო და ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, რაც შეეხება ვენესუელას, 3 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ და ბოლის წინა, მე-9 პოზიციას იკავებენ.
მომდევნო მატჩს ბრაზილია ურუგვაის, ხოლო ვენესუელა ჩილეს წინააღმდეგ ჩაატარებს. ორივე მატჩი 18 ნოემებერს გაიმართება.
გოლის ავტორი: 1:0 ფირმინო (66).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული