კოლუმბიის სირცხვილი, არგენტინისა და ბრაზილიის მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 18 ნოემბერს, სამხრეთ ამერიკაში 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართა.

ურუგვაი - ბრაზილია

ბრაზილიელებმა ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს და მიჯრით მეოთხე გამარჯვება იზეიმეს.
"სელესაომ" 4 მატჩში 4 გამარჯვება მოიპოვა და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება ურუგვაის, მათ 6 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან.
გოლების ავტორები : 0:1 არტური (34), 0:2 რიჩარლისონი (45)
პერუ - არგენტინა

არგენტინამაც, ბრაზილიის მსგავსად, 2:0 იმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
"ალბისელესტეს" 4 მატჩში 10 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.
თავის მხრივ, პერუს დიდი პრობლემები აქვს,
მათ მხოლოდ 1 ქულა აქვთ და ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფებიან.
გოლის ავტორები: 0:1 ნიკოლა გონსალესი (17), 0:2 ლაუტარო მარტინესი (28)
ეკვადორი - კოლუმბია

კოლუმბიის ნაკრები ეკვადორთან განადგურდა.
ეკვადორი 9 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო კოლუმბია - მე-7-ზე 4 ქულით.
გოლის ავტორები: 1:0 არბოლედა (7), 2:0 მენა (9), 3:0 ესტრადა (32), 4:0 არეაგა (39), 4:1  ხამეს როდრიგესი (45+1), 5:1 პლატა (78),  6:1 ესტუპინანი (90+1).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული