აშშ-მა კადიროვს და "ახმატს" სანქციები დაადო - მან ამას დებილიზმი უწოდა

AutoSharing Option
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს ახალი სანქციები დაადო. სანქციები მოიცავს კადიროვის აქტივებს, მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "ახმატს", რომლის საპატიო პრეზიდენტია.

ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეყვანილ კადიროვს აშშ-ის ხელისუფლება აბრალებს ბორის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირს და ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს. ყველანაირი ქონება, რომელთანაც კადიროვს შეხება აქვს ამერიკის ტერიტორიაზე ან რომლებიც ამ ქვეყნის კანონების იურისდიქციის ქვეშაა, დაიბლოკება და კონფისკაციას დაექვემდებარება. ამერიკის ყველა მოქალაქეს ან კომპანიას კადიროვთან ან მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობა ეკრძალება.

კადიროვმა აშშ-ის
სანქციებს დებილიზმი უწოდა, თქვა, რომ ეს ამ ქვეყნის ისტორიაში შავი ფურცელია და ყველაფერი უკან დაუბრუნდებათ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
"ყველაფერი უკან დაუბრუნდებათ" - ამერიკას ეკაჩავება)))))
დო მაჟორი
00:19 11-12-2020
6
ცირკის მასხარა ყველაზე ძალიან ამ კაცს შეეფერება რა!!
zaza
17:09 11-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული