"ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა მეტოქეს უკბინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლუისიტო სუარესს მადრიდის "ატლეტიკოში" ბრწყინვალე სეზონი აქვს, მაგრამ ახლა მისი გახსენება კბენის გამო მოგვიწია. უბედურება ინდოეთში დატრიალდა: საფეხბურთო კლუბი "გოას" ფეხბურთელმა მეტოქეს გვერდში უკბინა.

მკბენარი კი ედუ ბედია (სოფო ბედიას კანტაბრიელი ნათესავი) აღმოჩნდა - სანტანდერში დაბადებული ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსელონას" მეორე გუნდში მთელი სეზონი გაატარა. ინდოეთში კი ბედია მე-4 წელია თამაშობს, შარშან ჩემპიონიც კი გახდა. ახლა კი მოწინააღმდეგე დეპაკ ტანგრის უხეში თამაშის გამო უკბინა.

ინდოეთში კი ამ მომენტის შემდეგ ბედია სუარესს შეადარეს, თუმცა თავად ფეხბურთელმა საჯარო პოსტში საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა:

"მინდა
ყველაფერს ნათელი მოვფინო: ტელევიზორში გამოჩნდა, თითქოს მეტოქეს ვუკბინე, თუმცა ეს მხოლოდ მცირე შეხება და აგრესიის უმნიშვნელო გამოვლინება იყო. დეპაკ ტანგრიმაც იცის, იქ რაც მოხდა."

ინციდენტის შედეგად ედუ ბედიამ ყვითელი ბარათი მიიღო, და მცირე დიდებაც ერგო...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული