![](https://sportall.ge/pictures/image5/e7c0c7d5d4bdea006f0e3def5363d5fd.png)
2020/2021 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდან მსოფლიო ფეხბურთის ორი ლეგენდა კრისტიანო რონალდო და ლიონელ მესი გამოეთიშნენ, რამაც მათ კიდევ ერთი ოქროს ბურთის მოგების შანსი დააკარგვინა.
![ბრძოლა ოქროს ბურთისთვის! ლეგენდები მორიგ ტიტულს ჩამოშორდნენ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9ccd5bebbc33d2eb0f9844d60ea391af.jpg)
მათი ევროპაში ბატონობის ერაში ბზარი 2020 წელს გაჩნდა, როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ მიუხენის "ბაიერნთან" ერთად არარეალური სეზონი ჩაატარა..
ოქროს ბურთის სავარაუდო ფავორიტებად ევროპული ჟურნალები რამდენი ფეხბურთელს ასახელებენ:
კილიან მბაპეს აჯანყება
![ბრძოლა ოქროს ბურთისთვის! ლეგენდები მორიგ ტიტულს ჩამოშორდნენ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5ec4963d0dc20d07cc3215654f61f63e.jpg)
ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ლიდერი, კილიან მბაპე გახლავთ. ის ერთ-ერთი სრულყოფილი ფეხბურთელია, წარმოიდგინეთ რამდენიმე კვირის წინ კილიანმა "ბარსელონას" 3 გოლი კამპ
რობერტ ლევანდოვსკი
![ბრძოლა ოქროს ბურთისთვის! ლეგენდები მორიგ ტიტულს ჩამოშორდნენ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/1870767c2f540e6fe249f59f5d03729b.jpg)
პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი ფავორიტთა სიაში მე-2 ადგილს იკავებს. მიუნხენის "ბაიერნის" სუპერ თავდამსხმელს გასული სეზონი ფანტასტიკური გამოუვიდა, თუმცა ამ სეზონში იმდენად აღარ ჩანს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ყველამ დაინახა რობერტის შესაძლებლობები და ახლა ახალგაზრდა ვარსკვლავები აფეთქდნენ, რომლებიც დაახლოებით პოლონელის მსგავსი შედეგიანობით მოგვევლინენ.
ერლინგ ჰოლანის
![ბრძოლა ოქროს ბურთისთვის! ლეგენდები მორიგ ტიტულს ჩამოშორდნენ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7f1c60d22e32af0fae9606cced885b5b.jpg)
ერლინგ ჰოლანი ახალი თაობის ნამდვილი მონსტრია. ნორვეგიელის საფასური დღითი დღე იზრდება, ახალგაზრდა გოლს გოლზე იტანს და მიუძღვის "დორტმუნდს" ნანატრი ტიტულისკენ.
ნეიმარი
![ბრძოლა ოქროს ბურთისთვის! ლეგენდები მორიგ ტიტულს ჩამოშორდნენ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4484c76aac6ff0a3b4b4c38c54192f94.jpg)
მანამ, სანამ ნეიმარი ტრავმას მიიღებდა, მსოფლიო ბრაზილიელის პირველი ოქროს ბურთის მოლოდინში გახლდათ, თუმცა ნათელია სუპერვარსკვლავი 2021 წელს დიდებულ ჯილდოს ვერ მიიღებს.
ლუის სუარესი
![ბრძოლა ოქროს ბურთისთვის! ლეგენდები მორიგ ტიტულს ჩამოშორდნენ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a6a88e16c526b14d14e33639a4ef978a.jpg)
შესაძლოა საუკეთესო სამეულში ურუგვაის ნაკრებისა და "ატლეტიკოს" ლიდერი, ლუის სუარესიც ვიხილოთ, რომელიც მადრიდში გადაბარგებასთან ერთად საოცარი შედეგიანობით ათამაშდა. შეგახსენებთ, "ატლეტიკო" ლა ლიგის ამჟამინდელი ლიდერია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშებს.
![ბრძოლა ოქროს ბურთისთვის! ლეგენდები მორიგ ტიტულს ჩამოშორდნენ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/eb8e27f218cafb7eef8782fdb40e5926.png)
ასევე შესაძლოა სამი სხვა კანდიდატი ვიხილოთ, როგორებიც არიან კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიდან", ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და ჰარი კეინი "ტოტენჰემიდან", თუმცა ვფიქრობ, ვერც ერთი ვერ შეძლებს ამ სეზონში ოქროს ბურთის მოგებას.
მომზადებულია marca-ს მიხედვით