კლოპმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც უმუშავია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი შეაქო, რომელსაც "დორტმუნდში" წვრთნიდა:

"ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთანაც მიმუშავია. ამას სხვაზე ვერ ვიტყვი, რადგან სიმართლე არ იქნება.

ყველა რომ ასე სწრაფად ვითარდებოდეს, იმ მომენტიდან, როდესაც პირველად "ლეხში" ვნახე, ფეხბურთი უბრალოდ ჭკუიდან გადავიდოდა. მაშინ ყველა ფენომენალური იქნებოდა.

ის ნამდვილი მანქანაა. გოლის გასატანად ყველაფერს აკეთებს. ზუსტად იცის, რომელ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს. მადლობა მას და სხვებს, რომ კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბებაში დამეხმარნენ", - განაცხადა კლოპმა "ბილდთან" ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ადრე მოგივიდა მაგის თქმა კლოპ. ლივერპულში მუშაობ და ად მგონია სალაჰს, მანეს და კომპანიას ეგ მოეწონოთ. სხვა დროს და სხვა სიტუაციაში უნდა გაგეკეთებინა ეგ აღიარება :)
არასწორი დროა მემუარებისთვის :)
18 მარტი 2021 11:55
0
daencon ertic da meorec klops
Duskatto
18 მარტი 2021 18:49
1
ვეღარ გაიგებ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია, როგორც ჟანსუღი იტყოდა ხოლმე.
ზურა
18 მარტი 2021 22:12
0
მერე წამოიყვანე ლივერპულში, თორემ.დაგვენგრა გუნდი
Jaba
27 მარტი 2021 12:04
0
მართალს ბრძანებთ ბატონო. უდიდესი გუნდის მწვრთნელია სადაც სუპერვარსკვლავი თამაშობენ.
ისიდორე
18 მარტი 2021 15:23
1

სიახლეები პოპულარული