რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში "რუბინმა", რომელსაც კვლავ ვერ დაეხმარა ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია, ტულაში "არსენალი" 4:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ მსაჯმა ტულელთა ნახევარმცველი ტკაჩევი გააძევა, რის შემდეგაც ყაზანურმა გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
"მეთოფეთა" რიგებში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ.
"რუბინი"52 ქულით მეოთხე ადგილზეა, 16 მაისს, ბოლო ტურში "როტორს"უმასპინძლებს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.