ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" აღზრდილი თემურ ფარცვანია თავის დროზე უკრაინაში იმედისმომცემ მცველად ითვლებოდა, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, 19-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა შემდეგ მისი კარიერა სასურველად არ განვითარდა, ბოლოს მეორე ლიგის "დესნასა" და "ნიკოლაევში" თამაშობდა და football.ua-ს ცნობით, კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს.

29 წლის ფარცვანიამ "ჟეტისუსთან" გააფორმა კონტრაქტი და ახალ გუნდში 77-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული