16:05 22-07-2021
საფრანგეთის ნაკრები ოლიმპიადაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ შეხვედრაში C ჯგუფის გუნდები, ესპანეთისა და ეგვიპტის ოლიმპიური ნაკრებები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.
ესპანელთა შემადგენლობა, რომელთაც დე ლა ფუენტე წვრთნის, საკმაოდ საინტერესო იყო. მათი რამდენიმე ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზეც მონაწილეობდა - მეკარე უნაი სიმონი, ერიკ გარსია, პაუ ტორესი, პედრი, დანი ოლმო და მიკელ ორიასაბალი.
ამავე ჯგუფში არგენტინა და ავსტრალიაც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მექსიკის ოლიმპიურმა ნაკრებმა საფრანგეთს 4:1 სძლია. ფრანგების ერთადერთი გოლის ავტორი 35 წლის ანდრე-პიერ ჟინიანკი გახდა. მექსიკის ნაკრების კარს 36 წლის გილერმო ოჩოა იცავდა.
A ჯგუფის დანარჩენი წევრები იაპონია და სამხრეთი აფრიკა არიან.
B ჯგუფში კი ახალი ზელანდიის ნაკრებმა სამხრეთი კორეა 1:0 დაამარცხა. ოთხეულის კიდევ 2 წევრს რუმინეთი და ჰონდურასი შეადგენენ.
კოტ დ'ივუარმა საუდის არაბეთს 2:1 სძლია. გამარჯვებულთა შორის გოლით "მილანის" 24 წლის ნახევარმცველი ფრანკ კესი გამოირჩა. D ჯგუფის მთავარი მონაწილეები მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიისა და გერმანიის ოლიმპიური ნაკრებები არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული