"რუბინს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს - ეს ხვიჩას ტრანსფერს ხელს შეუშლის?

AutoSharing Option
"რუბინს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია თავდამსხმელ ივან იგნატიევის ტრანსფერის გამო აუკრძალეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ფეხბურთის კავშირის სპეციალურმა პალატამ მიიღო.

მიზეზი ისაა, რომ 2019 წლის დეკემბერში იგნატიევის ტრანსფერისთვის კუთვნილი თანხა ყაზანურ კლუბს "კრასნოდარისთვის" სრულად დღემდე არ გადაუხდია.

ამის გამო "რუბინი" ვალდებულია სატრანსფერო თანხასთან ერთად ჯარიმაც გადაიხადოს, ხოლო ვიდრე ამას არ გააკეთებს, კლუბი ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს.

22 წლის იგნატიევის სატრანსფერო ფასი 2.8 მილიონი ევროა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის "ზულტე-ვარეგემში" აპირებდა გადასვლას.

დანიური და რუსული პრესის მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად
"რუბინი" "მიდტიულანდის"
23 წლის გარემარბ ანდერს დრაიერს 7 მილიონ ევროდ შეიძენს, მაგრამ სატრანსფერო ბანი ამ ტრანსფერის გაჩარხვას შეუძლებელს გახდის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი ტორპედოს ამბებმა დამღალა და მეორე ხვიჩასი.უკვე ურთიერთგამომრიცხავი ინფო ვრცელდება არ დაიღალეთ?
ბაბუაწვერა
15:06 27-08-2021
0
რამ გააგიჟათ? მოგცენ წელიწადში ნახევარი მილიონი ევრო და ვნახავ ვინ არ წავა.
კოტე
00:10 27-08-2021
3

სიახლეები პოპულარული