ისტორია - გაბრაზებული ბეილი საკუთარ აგენტს დაემუქრა

AutoSharing Option
გარეთ ბეილი უელსის ეროვნული მაისურით მე-100 მატჩს ჩაატარებს. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარეთისთვის მისი ქვეყნის მაისურით თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ბეილს ტრავმა საკმაოდ ხშირად აწუხებს.

ბარნეტმა ასევე მასსა და ბეილს შორის მომხდარი ისტორია გაიხსენა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის წარმომადგენელს დაემუქრა, თუ მის ნაცვლად ინგლისის ნაკრებში თამაშს დათანხმდებოდა:

"პირველი დღიდან, როცა გარეთსა და მამამისს შევხვდი, მან გვითხრა, რომ უელსი განსაკუთრებული იყო. ის ფანტასტიკური ადამიანია!

როცა ჩვენ ვესაუბრეთ, რომ შესაძლებლობა ჰქონდა, ინგლისის ნაკრებში ეთამაშა,
ბეილმა თქვა: "აღარასოდეს თქვა ეს, თუ გინდა, რომ ჩემი აგენტი იყო."

თუკი უელსის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ეს მისი კარიერის ბრწყინვალე დასასრული იქნება!"

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში უელსისა და ჩეხეთის ნაკრებებს თანაბარი, 11-11 ქულა აქვთ, ლიდერები კი 16 ქულით ბელგიელები არიან. გარეთ ბეილის თანაგუნდელებმა ჩეხებზე 1 შეხვედრით ნაკლები გამართეს. ასე რომ, უელსელებს პლეი-ოფში მონაწილეობის მეტი შანსი აქვთ.

უელსის ნაკრები 13 ნოემბერს - ბელარუსის ნაკრებს, 16-ში კი ბელგიელებს უმასპინძლებს. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"სილესენმა წინააღმდეგობრივი ბარიერები სათავისოდ შეცვალა" - იასპერი ნაკრებში მიიწვიეს

altტრავმირებული ფირმინოს ნაცვლად ბრაზილიის ნაკრებში ვინისიუსი გამოიძახეს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული