ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "გენტმა", რომლის განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "გენკი".
გოლი 29-ე წუთზე ნახევარმცველმა დე სარტმა გაიტანა.
"გენტმა" სეზონის არცთუ წარმატებული სტარტის შემდეგ, ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა, 30 ქულით მე-7 ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ "ანტვერპენს" უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და 15 დეკემბერს სტუმრად "მეხელენს" დაუპირისპირდება. ამას გარდა, ეს გუნდი ასპარეზობას ქვეყნის თასსა და კონფერენს ლიგაზე აგრძელებს.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე ორჯერ ვერ მოხვდა განაცხადში, შემდეგ "ფლორასთან" თავის გამოჩენის საშუალება მისცეს, 71-ე წუთამდე ათამაშეს,
მერე კი ისევ განაცხადს მიღმა დატოვეს.
ჩვენ აქ გული აგვატკივა და თვითონ უკვე ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი. გულაობს კაცი.
მხოლოდ ნევროზის შემთხვევაში ვაპატიებ!
ევროპაა და იქ სხვანეირად ხდება და წყდება ყველაფერი. ტალინის ფლორასთან რომ ეგრე თამაშობს გენკთან ჩემპიონატის მატჩში ვინ დაგაყენებს.