"რუბინიდან" ურემოვიჩიც წავიდა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დანიელი ანდერს დრეიერისა და ჩერნოგორიელი სეად ჰაკშაბანოვიჩის შემდეგ "რუბინი" 25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა დატოვა.

ურემოვიჩი ყაზანურ გუნდში 2018 წელს ლიუბლიანის "ოლიმპიადან" გადავიდა, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 18 მატჩში მიღო მონაწილეობა. ის იანვარში "ჰერტას" 3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.

"რუბინთან" ურემოვიჩის მიერ კონტრაქტის შეჩერებამდე კლუბის საიტთან კომენტარი გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა: "არ მგონია, რომ ჩვენს ახლ ცხოვრებაში ეს სიახლეები წარმოუდგენელია. ჩემი პროგნოზი - ეს ყველაფერი მხოლოდ ჰაკშაბნოვიჩისა და დრეიერის დაკარგვით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვურთიერთობთ და გუნდში შექმნილი ვითარება
გვესმის, მაგრამ დეტალებს არ გავახმოვანებთ. როდესაც რაღაც ინფორმაცია ოფიციალური იქნება, ჩვენ გამოვაცხადებთ.

ეს ახალი რეალობაა, მხოლოდ ჩვენ როდი შევეჯახეთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ან უკვე შეეხო რუსეთის პრემიერლიგის ყველა გუნდს".

ასე რომ, შესაძლოა, "რუბინი" მალე ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
აქამდე ,,ეძინა,, კვარაცხელიას???
უი, უი და ვაი...
14 მარტი 2022 21:52
2
კარგით რა, რა ერთი წელი კვარაცხელია არ თამაშობს, ის ძაან სერიოზულ ფეხბურთს ახლაც თამაშობს, აი მითხარით მასზე უკეთესი ფეხბურთელი საქარველოში, უბრალოდ მას ეხლა სჭირდება ახალი გამოწვევა ორივე ხელით თანახმა ვარ რომ ხვიჩა რუბინიდან უნდა წამოვიდეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სლუცკი უკვე ახალს ვერაფერს ასწავლის და მე ვფიქრობ ამ კვირაში ხვიჩა წამოვა რუბინიდან
მგელი
14 მარტი 2022 10:31
0
ღირსებას და ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს რო თავი დავანებოთ, სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისთი რუსული კლუბები მინიმუმ ხუთი წელი ევროტურნირებზე ვერ ითამაშებენ , 5 წელიწადდი რუსული ფეხბურთი ისე ჩამოიშლება კიდევ მინიმუმ ხუთი წელი. ევროტურნირზე ვერ მოხვდებიან და 10-15 წლის შემდეგ კვადამ კარიერ უნდა დაამთავროს. შესაბამისად გაუგებარია რატომ რჩება და რას ელოდება
ლაშა
14 მარტი 2022 10:23
1
სამწუხაროდ, ხვიჩას ფეხბურთი ერთი წელია, რაც დასრულდა. დაღუპეს ეს ნიჭიერი ბიჭი მამამ და მამუკა თაღლითმა.
ტაბუ
14 მარტი 2022 10:11
5
მე-მგონი-ხვიჩა-დაღუპვის-პირასაა,როგორც-ფეხბურტელი,რადგან-მალე,ვფიქრობ,-"სოსო-პავლიაშვილად-გადაიქცევა"-და-რუსებს-უმღერებს-"ლიუბიტე-რასიუს-"-ისე-ეგ-ბიჭი-მაგრა-გამოაშტერეტ,ჯერ-იმ-სიქინდირმა-ჯუღელმა-თუ-რა-გვარია-მისი-აგენტი-და-შემდეგ-ასევე-დაქლიავებულმა-ქარტველმა-სპორტულმა-ჟურნალისტებმა...პატივისცემით,
agmsarebeli
13 მარტი 2022 22:29
25
სპორტულ ჟურნალისტებთან და გამოცდილ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან მაქვს შეკითხვა/თხოვნა, ყოველ დღე რომ ზიან სპორტული გადაცემების ეთერებში.
რატომ არ საუბრობენ ამ თემაზე, რატომ არ განიხილავენ, რა დაემუქრება ფეხბურთელს, თუ ახლა გუნდიდან წავა და ზაფხულში ისევ დაბრუნება მოუწევს, რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ რომელიმე კარგმა გუნდმა წაიყვანოს, თან სათამაშო დრო ჰქონდეს და არ დაგვეღუპოს როგორც ტალანტი. ეგ ხალხი, ხომ გამოცდილია მსგავს საკითხებში.
მიეცით რაიმე რჩევა ამ ბიჭს, დაურეკეთ, ჩართეთ პირდაპირ ეთერში, დაუსვით შეკითხები, ოღონ პროფესიონალური და ისეთი, რის გამოც თვითონაც არ იქნება უხერხულში და ჩვენც პასუხს მივიღებთ, რაც გვაინტერესებს იმაზე.
ბოლო ვიდეოს რასაც ვუყურე ხვიჩაზე, იმას ეკითხებოდნენ ხინკალი გიყვარს თუ ელარჯიო და ხომ შეიძლება მეტი პროფესიონალიზმი გამოვიჩინოთ მის მიმართ?
თუ მისთვის ძვირფას დროს აცდენინებ და იმას ეკითხები რას ჭამს, რას უსმენს და მესი ჯობია თუ რონალდუ, ვინიციუსი თუ ანფუფატი, ხომ შეიძლება რაც რეალურად მისგან გვაინტერესებს ის ჰკითხოთ?!
რატომ ხართ ჩუმად, ამდენი ხალხი რომ ლანძღავს, ისე რომ აზრზე არ არიან რახდება, თქვენ მაინც დაიცავით ეგ ბიჭი უსამართლობისგან.
გაგვარკვიეთ მაყურებელი, რეალურად რა მოხდება თუ წავა, ან თუ დარჩება, დაინგრევა მისი კარიერა თუ აშენდება? რუსეთში ყოფნით სამუდამოდ ინგრევა მისი მომავალი თუ ახლა რომ წავიდეს და სტაბილური გუნდი ვერ ნახოს, იმ შემთხვევაში დაინგრევა?
ამაზე საერთოდ არ მიდის საუბარი და რაღაც სისულელეებით ამუნათებენ ბიჭს.
პროფესიონალის ნატამალი არ გაგვაჩნია.
Sommer
13 მარტი 2022 22:11
2
ვახ შენ გენაცვალე!!
ეგ იგივეა მარტივად რომ ვთქვად ,,სხვის ხელში ცელი კარგად მუშაობს'' აბა ჩემს ხელში რა ემართება))
აქედან კომენტარებით ვჭამთ ყოვლის მცოდნეები იქედან ჟურნალისტები რომელ საათზე იძინებო ზატო სპორტალზე 2 წლის წინ თუ ნახავდი ძაან ვახ სტატიაზე მაკსიმუმ 10-12 კომენტარს..
Sommer ეხლა იმედია ხდები რაც ხდება, ხასიათში გვაქ გადასული უკრაინის სოლიდარობაო და მერე მიშა მიშაო ასეა ეს..
ამიტომ არავის საქმეში არ ჩავერიოთ და ტკბილად შევხდეთ იმფორმაციულ ომს
შავი კაცი
13 მარტი 2022 23:56
2
კვარას რუბინიდან წამოსვლა გამორიცხულია, რადგან ჭ კლასის გუნდში წასვლას აზრი არ აქვს, რადგან რუბინი თავად გახდა ჭ კლასის გუნდი, ხოლო დღეს მას არცერთი ნორმალური გუნდი არ აიყვანს, რადგან ვეღარ ხედავენ მაგაში პერსპექტივას, ანუ თავიდან აქვს დასამტკიცებელი ბევრი რამ, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშით უნდა დაამტკიცოს.
ჟორა გაბრიჭიძე
13 მარტი 2022 21:45
26
საქართველოს ნაკრებში თამაშით რა აქვს დასამტკიცებელი?? მან დაამტკიცა კი არა ეროვნული ნაკრების ლიდერია, უბრალოდ შეიძლება ფორმაში არ იყოს ფეხბურთელი ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნაკრებში კვარა ყოველთვის მაგარი მონდომებით და მოტივაციით თამასობს. ძალიან ძნელია ნაკრებში ყველა თამაშში უმაღლეს დონეზე ითამაშო და თან მოწინააღმდეგემ ჩვენზე არანაკლებ იციან რომ ნაკრებში კვარა ყველაზე სახიფათოა.
azri
13 მარტი 2022 21:56
4
Nacebis brali yofila rovermodis. Kobaxidzem gvitxra xels ushlian specialurado :))
I have
13 მარტი 2022 21:44
13
დაანებეთ ამ ფეხბურთელს თავი, ალბათ მალე რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს და ნაკრებშიც ითამაშებს. რა შუაშია ვიღაც ჯუღელი, საკუთარი აზრი არ აქვს, ან თავმოყვარეობა?
ზურა
13 მარტი 2022 21:41
23
ძირს ჯუღელის უღელი!
ამო
13 მარტი 2022 21:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული