ინსინიემ განმარტა, რატომ გადავიდა "ტორონტოში"

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა შემტევმა ლორენცო ინსინიემ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა კარიერის "ტორონტოში" გაგრძელება:

"31 წლის ვარ, მაგრამ არ დავბერებულვარ და ევროპაში დარჩენა შემეძლო, თუმცა არჩევანი ცხოვრების სასარგებლოდ გავაკეთე. "ნაპოლიში" 10 წელი თამაშის, წარმატებისა და მწუხარების შემდეგ ახალი გამოწვევის გადაწყვეტილება მივიღე. მინდა, პირველი იტალიელი გავხდე, რომელიც MLS-ში გაიმარჯვებს.

ნეაპოლი შორსაა, მაგრამ აქ ბევრი იტალიელის გარემოცვაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ვგრძნობ, რომ ხალხს ვუყვარვარ. 10 წელი "ნაპოლისა" და იტალიის ნაკრებში ვასპარეზობდი. ასე რომ, გარკვეულ ზეწოლას მიჩვეული ვარ. მინდა ჩემი ფასეულობა აქ დავამტკიცო და
"ტორონტოსთან" ერთად გავიმარჯვო", - ციტირებს ინსინიეს კანადური კლუბის საიტი.

ინსინიემ "ტორონტოსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სეზონურ გასამრჯელოდ კი 11 მილიონ ევროს და პლუს, 4.5 მილიონს ბონუსების სახით მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Msl აშშ და კანადაშ გაერთიანებული ჩემპიონატია?
სწორად გავიგე?
ბაჩი
10:43 30-06-2022
0
ადრე იყო ინსინიესთვის მლსი, მაგრამ კარგია კვარაცხელიას მიეცა შანსი და აუცილებლად გამოიყენებს!
dato
14:41 29-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული