მესის გარეშე - "ოქროს ბურთის" 30 პრეტენდენტი ცნობილია

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის ლეო მესი არ შეიყვანა, რომელმაც საპატიო ჯილდო 7-ჯერ მოიგო, რაც რეკორდია. არგენტინელი 2005 წლის მერე პირველად არ შეიყვანეს 30 საუკეთესოს შორის.

ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ჯილდოს წინა წლის მფლობელი ნომინატთა შორის ვერ მოხვდა. პირველად პრეტენდენტთა სიის მიღმა 1993 წელს მარკო ვან ბასტენი დარჩა, მეორედ 2019 წელს ლუკა მოდრიჩი, ახლა კი - მესი.

ნომინანტთა შორის პსჟ-დან მხოლოდ კილიან მბაპე შეიყვანეს, ხოლო ნეიმარი - არა. ზედიზედ მეთვრამეტედაა ნომინატთა სიაში რონალდო.

მეკარები (2):
ტიბო კურტუა (რეალი,
ბელგია), მიკ მენიანი (მილანი, საფრანგეთი)

მცველები (4): ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული, ინგლისი), ჟოაო კანსელუ (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი/რეალი, გერმანია), ვირგილ ვან დეიკი (ლივერპული, ნიდერლანდები)

ნახევარმცველები (9): ჯოშუა კიმიჰი (ბაიერნი, გერმანია), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი, საფრანგეთი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), კაზემირო (რეალი, ბრაზილია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), ფაბინიო (ლივერპული, ბრაზილია), ფილიპ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რიად მარეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)

თავდამსხმელები (15): რაფაელ ლეაო (მილანი, პორტუგალია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), ლუის დიასი (ლივერპული, კოლუმბია), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი/ბარსელონა, პოლონეთი), ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი, პორტუგალია), ერლინ ჰოლანი (დორტმუნდი/მანჩესტერ სიტი, ნორვეგია), სებასტიენ ალერი (აიაქსი/დორტმუნდი, კოტ-დ'იუვარი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი), სადიო მანე (ლივერპული/ბაიერნი, სენეგალი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), დარვინ ნუნიესი (ბენფიკა/ლივერპული, ურუგვაი), სონ ჰინ მინი (ტოტენჰემი, სამხრეთ კორეა), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი, სერბეთი)

მკითხველის კომენტარები / 8 /
დათოს, გიას, სემის და სემის-ს!
მწსი გენიოსია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ შარშან მესის ეკუთვნოდა თუ ლევანდოვსკის?
0
დავიჯერო ლუის დიასი და დარვინ ნუნიესი წელს ფახბურთს უკეთესად თამაშობდნენ, ვიდრე მესი? არაფერი არ მცოდნია თურმე ფეხბურთზე.
დათო
15:21 13-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული