ზახარიანი სომხეთის ნაკრებში გადაბარგებას ცდილობს - კარპინმა საზონოვსა და სპერციანზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა არსენ ზახარიანმა "ჩელსიში" რუსეთის ნაკრების წევრობის გამო ვერ შეძლო გადასვლა, მოტივაცია დაკარგა, ეს მის შედეგიანობაზე აისახა, რუსეთის პრემიერლიგის 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ზენიტთან" მიღებული მუხლის ტრავმა მოიმიზეზა და რუსეთის ნაკრებს ბიშკეკში ყირგიზეთთან სათამაშოდ არ გაჰყვა.

სომეხი ჟურნალისტი გრაჩ ხაჩატრიანი იტყობინება, რომ ზახარიანი მოქალაქეობის შეცვლას და სომხეთის ეროვნულ გუნდში თამაშს განიხილავს. არსენი რუსეთის ნაკრების წევრია და სხვა ნაკრებში თამაშის უფლება არ აქვს, მაგრამ ფიფამ შეიძლება მის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვას.

ადრე
საქართველოს საფეხბურთო მოქალაქეობა საბა საზონოვმა (მოსკოვის დინამო), სომხეთისა კი ედუარდ სპერციანმა (კრასნოდარი) მიიღო. ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ვალერი კარპინმა გააკეთა:

"საზონოვი? ხელიდან ასეთი მოთამაშე გავუშვით? როგორი? მან "დინამოში" 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სპერციანი გავუშვით ხელიდან, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდით, რომ დავკარგავდით. რუსეთი მის გარეშე არ მოკვდება, მგონი? არა. კარგი ფეხბურთელია, თუმცა საეჭვოა მასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვეგო".

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების გამო საზღვარგარეთ გამგზავრებას უამრავი ადამიანი ცდილობს და არაა გამორიცხული, ჯარში რეზერვისტი სპორტსმენებიც გაიწვიონ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა არის ბედის ირონია. მართლა დიდი ტალანტიაა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი თავის დროზე რომ აერჩია სომხეთის ნაკრები დღეს მართლა შეიძლება გრანდში ყოფილიყო მაგრამ აირჩია რუსეთი და კი ამ დღეში. ამის კარიერა სამომავლოთ ძაან ბუნდოვანია.
ზურა
03:40 23-09-2022
4
ჯერ რუსული "მოლოკო" რო არ შეშრობია, ხომ ჭკვიანი ბიჭია რატომ აირჩია რუსეთი თავიდან. და საინტერესოა როგორ დახვდებიან ამ "სომხეთის გამყიდველს" სომხეთში. იმიტომ რომ რუსეთის მენტალური მონები არიან ქართველების და უკრაინელების გარდა ყველა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსული "მოლოკოს" მლოკავები ესენი. დედა რუსეთის "მოლოკო"! თავის დროზე ჯანო ანანიძემ საქართველოს რომ არ უღალატა ტვინი არ ქონიაო ეგეთი ეგრე იძახდნენ მთელ პოსტა საბჭოთა სივრცეში. იქით ალან ძაგოევის ბიძას უთქვია დიდი შეცდომა დაუშვაო ჯანოზე. ეს ძაგოევები ზახარიანები "დჟიკიები" და ამისთანები რუსეთზე მიტმასნულები დეგენერატები ჭკვიანები ყოფილან თურმე მაშინ. გავიდა დრო და ხომ გამოჩნდა რუსულ ფეხბურთს და მათ მომავალი არა აქვს. აი ეს რუსულ მოლოკო ნაჭამები და მენტალური ნარუსალები არსად არ უნდა მიიღონ. ვურჩევ სასომხეთს თუ რაიმე თავმოყვარეობა ან პრინციპები აქვთ, რომ არ მიიღონ დასაჯონ ეს ჭკვიანი და ეს დასჯა იყოს სამაგალითო რომ სხვა "ჭკვიანებმა" ვეღარ გაბედონ მომავალში ეგეთი რაღაცა რომ ვეღარ მოლოკონ "მოლოკო". ეს რუსეთის მენტალური მონობა რო აღარ გავრცელდეს. ეს ეხება მონებს გამყიდვლებს და არა ღირსეულ ადამიანებს. იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა ადამიანები არიან, გამყიდველს სხვა მენტალიტეტი აქვს ეგეთები არავის ჭირდება
Inspector
09:02 23-09-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული