ზახარიანი სომხეთის ნაკრებში გადაბარგებას ცდილობს - კარპინმა საზონოვსა და სპერციანზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა არსენ ზახარიანმა "ჩელსიში" რუსეთის ნაკრების წევრობის გამო ვერ შეძლო გადასვლა, მოტივაცია დაკარგა, ეს მის შედეგიანობაზე აისახა, რუსეთის პრემიერლიგის 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ზენიტთან" მიღებული მუხლის ტრავმა მოიმიზეზა და რუსეთის ნაკრებს ბიშკეკში ყირგიზეთთან სათამაშოდ არ გაჰყვა.

სომეხი ჟურნალისტი გრაჩ ხაჩატრიანი იტყობინება, რომ ზახარიანი მოქალაქეობის შეცვლას და სომხეთის ეროვნულ გუნდში თამაშს განიხილავს. არსენი რუსეთის ნაკრების წევრია და სხვა ნაკრებში თამაშის უფლება არ აქვს, მაგრამ ფიფამ შეიძლება მის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვას.

ადრე
საქართველოს საფეხბურთო მოქალაქეობა საბა საზონოვმა (მოსკოვის დინამო), სომხეთისა კი ედუარდ სპერციანმა (კრასნოდარი) მიიღო. ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ვალერი კარპინმა გააკეთა:

"საზონოვი? ხელიდან ასეთი მოთამაშე გავუშვით? როგორი? მან "დინამოში" 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სპერციანი გავუშვით ხელიდან, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდით, რომ დავკარგავდით. რუსეთი მის გარეშე არ მოკვდება, მგონი? არა. კარგი ფეხბურთელია, თუმცა საეჭვოა მასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვეგო".

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების გამო საზღვარგარეთ გამგზავრებას უამრავი ადამიანი ცდილობს და არაა გამორიცხული, ჯარში რეზერვისტი სპორტსმენებიც გაიწვიონ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსების გამოქლიავებას საზღვარი არა აქვს. ჩვენ კი აქეთ მუსულმანთა ურდო დაგვემუქრება მათი დაშლის შემთხვევაში. ეშმაკს მართლაც რომ არ სძინავს!...
ლაშა
14:02 23-09-2022
20
ფეხბურთელებს არანაირად არ გაიწვევენ ომში იმიტომ რომ ნაწილობრივი მობილიზაცია ეხებათ ცხელ წერტილებში მყოფებს და რეზერვისტებს ანუ ვინც ჯარში მსახურობდა და ამიტომ დარჩეს სადაც არის DD
zura222
11:54 23-09-2022
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული