ზახარიანმა "ჩელსიში" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ მოუკლო - მიზეზს კლუბის ყოფილი დირექტორი განმარტავს

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა არსენ ზახარიანმა "ჩელსიში" გადასვლა რუსეთის მოქალაქეობის გამო ვერ მოახერხა, იმედგაცრუებულია და ეს მის შედეგიანობაზე აისახა - ამ სეზონში ჩემპიონატის 11 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზახარიანი სომხეთის ნაკრებში გეგმავს თამაშს.

ფეხბურთელის შესახებ კომენტარი "დინამოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რომან ორეშუკმა Metaratings-თან გააკეთა: "არშემდგარ ტრანსფერს ზახარიანზე არ უმოქმედია. ისე, მოუკლო. ეს ცხადია. პლუს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახლა თავის პოზიციაზე არ თამაშობს.

ის ცოტა სხვა ტიპის ფეხბურთელია: ნაკლებად მობილური, ნაკლებად აგრესიული, მაგრამ მოაზროვნე და
ნათელი გონების მქონე. შესაძლოა, მწვრთნელი სლავიშა იოკანოვიჩი სწორედ ზახარიანზე ცდილობს გუნდის გადაწყობას.

ძალიან მინდა ფორმა აღიდგინოს. ასეთ შემთხვევაში "ბარსელონაც" უეჭველი უხმობს და "რეალიც".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა ზახარიანზე გვადარდეთ რაა,იდარდონ რუსებმა!!!
ირაკლი
22:51 14-10-2022
0
მართლაც ძალიან ნიჭიერი ბიჭია არსენ ზახარიანი.შარშანდელი ხვიჩასი არ იყოს,ალბათ მანაც მოტივაცია დაკარგა.ჭკვიანი ბიჭია და დარწმუნებული ვარ,მალე მიხვდება,რომ ცხვირის ჩამოშვება არ შეიძლება და ძველებურად დაიწყებს საკუთარ თავზე მუშაობას.მან და ლუკა გაგნიძემ,ეს სეზონი ფეხზე მყარად დასადგომად უნდა გამოიყენონ,რომ ევროპული გამოწვევებისათვის, მზად აღმოჩნდნენ.
სოსო
21:39 14-10-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული