ჟურნალისტი იგორ ციგანიკი იტყობინება, "რომ "შახტარი" მზადაა უკრაინის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი მიხაილ მუდრიკი 50 მილიონ ევროდ გაყიდოს.
ციგანიკის მტკიცებით, ეს ფული დონეცკურ კლუბს ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად სჭირდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუდრიკის სამსახურით "რეალი", "იუვენტუსი" და პსჟ არიან დაინტერესებული.