მოგეხსენებათ, პორტუგალიელსა და არგენტინელ-ესპანელ მოდელს დიდი ხანია ურთიერთობა აქვთ, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, საუდის არაბეთის კანონი კი ასე მამაკაცისა და ქალის თანაცხოვრებას კრძალავს.
მიუხედავად ამისა, კრიშტიანოს ჯორჯინასთან ერთად ყოფნაში ხელს არ შეუშლიან. ესპანურ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს EFE-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ხელისუფლება ამ ფაქტზე "თვალს დახუჭავს".
"მიუხედავად იმისა, რომ სამეფოს კანონები კვლავ კრძალავს თანაცხოვრებას საქორწინო კონტრაქტის გარეშე, ხელისუფლებამ ახლახან დაიწყო "თვალის
ეს კანონი მაშინ გამოიყენება, როდესაც არის რაიმე პრობლემა ან დაშაული", - ამბობს ანონიმური წყარო.
კიდევ ერთმა ადვოკატმა EFE-ს უთხრა, რომ დღეს საუდის არაბეთის ხელისუფლება ემიგრანტების მიმართ ამ საკითხში აღარ ერევა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას კრძალავს.
აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრში" ტრანსფერზე დამატებითი საინტერესო დეტალი ხდება ცნობილი.
მის პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში 1 მილიარდი ადამიანით მეტმა მიადევნა თვალი, ვიდრე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.
ჟურნალისტ პედრო სეპულვედას ცნობით, პორტუგალიელის პრეზენტაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 40 ტელევიზია გადასცემდა და მას 3 მილიარდი ადევნებდა თვალს, მუნდიალის ფინალს კი - 2.
ჭეშმარიტება (მართლმადიდებელი ეკლესია) ერთია და არც გრძნობა-ემოციამ, არც იდეოლოგიამ არ უნდა დაამახინჯოს იგი, თორემ დასრულდება ყველა იდეოლოგია მის ფერხთ ქვეშ, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს ფსალმუნში 109:1
"უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ."