"ფიქრობთ, რომ რონალდო დასრულდა?!" - მორგანმა კრიშტიანოს "ალ-ნასრში" გადასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა პირს მორგანმა, რომელიც კრიშტიანო რონალდოს ახლო მეგობარია, პორტუგალიელი ფეხბურთელის საუდის არაბეთში გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი.

"რონალდო გახდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და ეს 38 წლის ასაკში მოახერხა.

ის ითამაშებს იმ ქვეყანაში, რომლის ნაკრებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები დაამარცხა და ეს "ალბისელესტესთვის" 2022 წლის მუნდიალზე ერთადერთი წაგება იყო.

ასე რომ, რას ფიქრობთ? - რონალდო დასრულდა?!", - წერს მორგანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რონალდო "ალ-ნასრს" რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი დებიუტი საუდის არაბეთის კლუბში 22 იანვარს შედგება.

alt"მესი, გეყოფა!

გავიგეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდი!" - მორგანი ლეოს ბევრმა პოსტმა გააღიზიანა

altმორგანის მორიგი ხმამაღალი განცხადება - "მესი ყველა დროის საუკეთესოებში შესაძლოა, მეოთხეც კი იყოს"

მკითხველის კომენტარები / 5 /
რამდენს უხდიან ნეტა ამ პატიოსან კაცს ბურასელის ბატერაისავით, რომ არ ჩერდება?
ჯონდო
12:48 10-01-2023
4
ეს კაცი პირადად რონალდუს მიერ ფინანსდება! ვისაც ეჭვი ეპარება, თვალი გადაავლოს მის ბოლოდროინდელ სტატიებსა თუ გადაცემებს. დარწმუნებული ვარ, ის სკანდალური ინტერვიუც ერთად დაგეგმეს, რათა რონალდუ რესპონდენტის როლში ყოფილიყო. რას იზამ, 400 მილიონი დიდი ფულია და როგორმე გაიყოფენ (არადა, თავიდან რონალდუს 200 მილიონი უნდა მიეღო, მაგრამ კარგი პიარ-მენეჯერი აუყვანია, რასაც მეტი ფული სჭირდება). ჰოდა, როგორც იტყვიან, "გადაებან ერთმანეთს და ისე იარონ"
სიმართლე
11:42 11-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული