კასანო: სპალეტი გენიოსია, ალეგრი კი სულელი

AutoSharing Option

მადრიდის "რეალისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანო "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) შეხვედრას გამოეხმაურა და "ბიანკონერის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა.

კასანოს თქმით, სპალეტი ალეგრიზე უკეთესი სპეციალისტია.

"90 წუთის განმავლობაში "ნაპოლი" დომინირებდა, "იუვენტუსმა" შანსი სულ ორჯერ მიიღო, ერთ ეპიზოდში რაჰმანი შეცდა.

"ბიანკონერი" კარგ ფორმაში საერთოდ არ იყო, უბრალოდ მათ დაბალი კლასის გუნდები - "ლეჩე", "უდინეზე" და "კრემონეზე" დაამარცხეს.

გალეონეს ვუსმენდი, როდესაც მან თქვა, რომ ალეგრიმ უარი ისეთ კლუბებს უთხრა, როგორებიც : "ჩელსი", "რეალი" და სხვა გრანდები არიან. ვფიქრობ, ეს სიცრუეა.

სპალეტი

ალეგრისთან შედარებით ნაკლებად ტიტულოვანი სპეციალისტია, თუმცა ლუჩანო გენიოსია, მასიმილიანო კი სულელი" - განაცხადა კასანომ.

alt"მეფე დაბრუნდა" - იტალიელი ქომაგები "კვარას" თამაშს ეხმაურებიან

altხვიჩა კვარაცხელია "იუვენტუსთან" მატჩს გამოეხმაურა


altკასანო: სამყარო მესის ფეხთაა - ახლა რას იტყვით მარადონას ფანებო?

 



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული