24 იანვარს უეფა რუსული ფეხბურთის "ამნისტიის" საკითხს განიხილავს?

AutoSharing Option
24 იანვარს უეფას ოფისში დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც განიხილება რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფეხბურთის კავშირი ავრცელებს და ირწმუნება, რომ შეხვედრას რუსული მხარე დაესწრება.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს აკრძალული აქვთ ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მონაწილეობა. მათთან ევროპულმა გუნდებმა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღებაზეც კი უარი განაცხადეს და ამ პერიოდში რუსეთის ეროვნული გუნდი მხოლოდ აზიურ ნაკრებებს შეხვდა - ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არავითარი დაბრუნება. ოკუპანტებმა სთხოვეს განეხილა უეფას მათი საკითხი და მათაც ამ განხილვაზე უთხრეს თანხმობა. ვის როგორ წარმოუდგენია მათან მატჩის ჩატარება, როცა ბულგარეთის კლუბმა თურქეთში დანიშნული ამხანაგური თამაში გააუქმა მათან წინასწარ დაგეგმილი, გულშემატკივართა პროტესტით. მგონი ჯერ აზრზე არც არიან რუსები, უეფამ რომც დართას ნება და ყველგან მაგათ ელოდებოდნენ სათამაშოდ მათ შორის ბულგარეთშიც, ცა დაკეტილი აქვთ რუსულ თვითფრინავებს მთელ ევროპაში. უეფა ევროპის საფეხბურთო კავშირია, ევროპული ღირებულების წესების გამტარებელიც და არა მონღოლურ ურდოს ბოროტება, რომელიც არაფრად აგდებს საერთაშორისო წესებს. ევროპას ემუქრებიან ბირთვული იარაღით წაგშლითო და ევროპელებთან ერთად ყოფნა უნდათ? როდის ტყუან როცა უეფაში ევროპასთან უნდათ განვითარება თუ როცა ბირთვული იარაღით წაშლიან? ორივეში ტყუიან, რადგან სულ სიცრუეში ცხოვრობენ თვითონ და აცხოვრებენ ხალხს. დასავლეთს ვერასოდეს წაშლიან და თვითონ კი ვეღარ განვითარდებიან, ისე რისი შანსიც ზუსტად დასავლეთმა მისცა 90-იანების დასასრულიდან 2022 მდე.
G.LA
13:47 22-01-2023
5
არავითარ შემთხვევაში. ოკუპანტების დაბრუნება საფეხბურთო სამყაროში ნიშნავს წაგებულ ომს.
ირაკლი
15:34 22-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული